ფილიალის საწყობის თანამშრომელი- რუსთავი — კონტაქტჰოუმი

კონტაქტჰოუმი — ლოგო
კონტაქტჰოუმი

ფილიალის საწყობის თანამშრომელი- რუსთავი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Kontakt — ეს არის თანამედროვე სივრცე და ლიდერი კომპანია, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის მსოფლიო გიგანტები. ჩვენ ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Hoffmann, Sony და სხვ.).

დღეისათვის ჩვენი გუნდი 250-მდე პროფესიონალს აერთიანებს და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენი მთავარი ღირებულება თანამშრომლების პიროვნული და კარიერული განვითარებაა.

ლოჯისტიკური პროცესების გამართულად მართვისთვის, ვეძებთ ენერგიულ და შრომისმოყვარე საწყობის თანამშრომელს ჩვენი რუსთავის ფილიალში.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

  • შემოსული პროდუქციის მიღება და სატრანსპორტო საშუალებებიდან ჩამოტვირთვა;
  • პროდუქციის საწყობის სექციებში განაწილება და განლაგება;
  • საწყობის ტერიტორიაზე პროდუქციის უსაფრთხო გადაადგილება;
  • გაყიდული პროდუქციის მომზადება და მიწოდების ავტომობილებში დატვირთვა;
  • გეგმიურ ინვენტარიზაციასა და აღწერებში მონაწილეობის მიღება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან და კომპანიის ინტერესებიდან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

რას გთავაზობთ ჩვენ? ჩვენ ვქმნით სტაბილურ სამუშაო გარემოს და გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: 1200 ₾ + ბონუსი;
  • სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 10:00 - 19:00 სთ (კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება);
  • ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტები);
  • ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass;
  • დამატებითი დასვენება: წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
  • განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი, 2026 წელი.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.