ფილიალის საოპერაციო მენეჯერი- ბათუმი
HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
- Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
- Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
- განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
- ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
- საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.
სამუშაო პირობები:
- პოზიციის დასახელება: ფილიალის საოპერაციო მენეჯერი
- სამუშაო განრიგი: სრულად ოფისიდან, 10:00-19:00.
- ოფისის მისამართი: ბათუმი, შოთა რუსთაველის გამზირის 25/ლუკა ასათიანის 1.
ძირითადი მოვალეობები
ფილიალის საოპერაციო მართვა:
- ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის, გახსნა-დახურვისა და შეუფერხებელი ფუნქციონირების ორგანიზება და კონტროლი;
- მომხმარებელთა ნაკადის, სამუშაო პროცესებისა და თანამშრომელთა რესურსების ეფექტიანი ორგანიზება;
- საოპერაციო პრობლემებისა და შეფერხებების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდებთან ესკალაცია;
- ფილიალის საოპერაციო მაჩვენებლების მონიტორინგი და ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება.
მომხმარებელთა მომსახურება:
- ფილიალში მომხმარებელთა ნაკადის მართვა, საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამის პროდუქტზე, სერვისზე ან თანამშრომელზე გადამისამართება;
- მომსახურების ხარისხისა და დადგენილი სტანდარტების შესრულების კონტროლი;
- მომხმარებელთა პრეტენზიებისა და არასტანდარტული შემთხვევების პირველადი მართვა და შესაბამის გუნდებთან გადამისამართება;
- ბანკის პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ მომხმარებლისთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.
საბანკო ოპერაციები:
- ფილიალში განხორციელებული საბანკო ოპერაციებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის კონტროლი;
- შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში საბანკო ოპერაციების შესრულება და/ან ავტორიზაცია;
- საოპერაციო შეცდომების იდენტიფიცირება, აღრიცხვა და შესაბამისი ღონისძიებების კოორდინაცია.
თანამშრომლები და ადმინისტრაციული მართვა:
- ფილიალის თანამშრომელთა ყოველდღიური საქმიანობისა და სამუშაო დისციპლინის კოორდინაცია;
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციაში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო პროცედურების პრაქტიკული განმარტება;
- ფილიალის სისუფთავის, უსაფრთხოების, დაცვისა და დასუფთავების მომსახურების კონტროლი;
- საოფისე და სხვა აუცილებელი მარაგების კონტროლი, ინვენტარიზაცია და დროული შევსების უზრუნველყოფა;
- ფილიალის ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი და პრობლემების გადაჭრის კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია 1 წლამდე/1+ წლიანი გამოცდილება ადმინისტრირების, მომხმარებელთა მომსახურების, საბანკო ან საოპერაციო მიმართულებით;
- საბანკო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული;
- კომუნიკაბელური და თავაზიანი;
- პრაქტიკული და სწრაფი რეაგირების მქონე;
- დეტალებზე ორიენტირებული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17 ოქტომბერი, 2026.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე:
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.