ფილიალის მენეჯერის ასისტენტი- ქუთაისი
Kontak-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
ფილიალის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:
- მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვა;
- მაღაზიის პერსონალის მიერ მომხმარებელთა სრულყოფილი მომსახურების კონტროლი, კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- მაღაზიაში პროდუქციის განთავსების ორგანიზება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- ფასმაჩვენებლების მოწესრიგებულობისა და ეფექტური განთავსების კონტროლი;
- სალაროს პროგრამული და რეალური ნაშთის გადამოწმება და მეილის საშუალებით ქსელის მმართველთან დაფიქსირება;
- საქონლის მარაგების ნაშთების კონტროლი, დეფექტური მარაგების აღრიცხვა და მართვა პროცედურების შესაბამისად;
- ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
ჩვენს გუნდში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს, რომელსაც აქვს:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
- ტექნიკის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის, დაგეგმვისა და სტრატეგიული ხედვის უნარი;
- გუნდის ეფექტური მართვის უნარი;
ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას (ინდივიდუალური და საოჯახო);
- Fitpass;
- წელიწადში 3 ანაზღაურებად Day Off-ს;
- კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობას;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 22 ივლისი.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში — შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.