ფილიალის მენეჯერი- ვაკე
"ATELIER OUTLET"/"ატელიე აუთლეტი" - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვაკის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: ვაკე, ჭავჭავაძის 74გ
გრაფიკი: 10:00-19:00/13:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
ანაზღაურება: 3000 NET + ბონუსი.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
- Fashion retail მიმართულებით გამოცდილება;
- დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
- ლიდერის უნარ-ჩვევები.
მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება და შეკვეთის მომზადება;
- მომხმარებლის სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- დარბაზში წესრიგის მუდმივი მონიტორინგი;
- ახალი თანამშრომლების ტრენინგი და მონიტორინგი;
- პროდუქციის მოვლა/მოწესრიგება;
- სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.