ფილიალის მენეჯერი- ქუთაისი — უნიკომი

უნიკომი — ლოგო
უნიკომი

ფილიალის მენეჯერი- ქუთაისი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "უნიკომის" მსხვილი და წვრილი ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, რომელიც წარმოდგენილია 7 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ველოდებით ენერგიულ, განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებულ კანდიდატს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Acer, Xiaomi, Philips, Canon, Toshiba, TCL და ა.შ. "უნიკომის" მთავარ კორპორაციულ ღირებულებას წარმოადგენს თანამშრომლების საჭიროებებზე მუდმივი ზრუნვა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში, სადაც მნიშვნელოვანი კორპორატიული ღირებულება ნდობა და გულწრფელობაა;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • გამჭვირვალე საბონუსე სისტემას;
  • შიდა ფასდაკლებებს კომპანიაში არსებულ პროდუქციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის #67 სავაჭრო ცენტრი გრანდმოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი კვირაში 40 საათი
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი (500/1000ლ)

პოზიციის მიზანი:

ფილიალის ეფექტური მართვა, გაყიდვების გეგმის შესრულება, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, გუნდის განვითარება და კომპანიის ფინანსური შედეგების გაუმჯობესება.

ძირითადი მოვალეობები:

  1. გაყიდვების მართვა
    • ფილიალის გაყიდვების გეგმის შესრულება.
    • საშუალო ჩეკისა და დამატებითი გაყიდვების (Cross Sell / Up Sell) ზრდა.
    • KPI-ების ყოველდღიური მონიტორინგი.
    • გაყიდვების შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა.
    • კონკურენტების მონიტორინგი.
  2. საოპერაციო მართვა
    • ფილიალის ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება.
    • კომპანიის სტანდარტების დაცვა.
    • სალარო პროცესების კონტროლი.
    • მარაგების კონტროლი.
    • ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება.
    • დანაკარგების პრევენცია.
    • მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების დაცვა.
  3. გუნდის მართვა
    • თანამშრომლების შერჩევაში მონაწილეობა.
    • ახალი თანამშრომლების ადაპტაცია.
    • სამუშაო გრაფიკების შედგენა.
    • ყოველდღიური ბრიფინგების ჩატარება.
    • თანამშრომელთა მოტივაცია.
    • შესრულების შეფასება.
    • დისციპლინის კონტროლი.
    • თანამშრომლების განვითარება და სწავლება.
  4. მომხმარებელთა მომსახურება
    • მომსახურების ხარისხის კონტროლი.
    • მომხმარებლის პრეტენზიების განხილვა.
    • VIP მომხმარებლებთან ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • სააღრიცხვო პროგრამა 1c-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • თურქული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული თვისებები:

  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მენეჯმენტის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილსინდისიერება.

შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ