ფილიალის მენეჯერი- ისანი მოლი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 2006 წ. შეიქმნა და უკვე 20 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს.
"პეპელა" სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს. დღეს, "პეპელა" 25 საფირმო მაღაზიას აერთიანებს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მათ შორის: Clementoni, lego, Dream Makers, Mattel, Bruder, Papo და ა.შ.
პოზიცია: ფილიალის მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ადგილმდებარეობა: ისანი მოლი
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო პროცესების მართვა;
- მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით პროდუქციის სწორი განლაგების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის თაროებზე შევსების კონტროლის უზრუნველყოფა და სხვ.;
- პროდუქციის მოვლა და მის სისუფთავეზე ზრუნვა;
- სააღრიცხვო პროცესების მართვა;
- მონაწილეობის მიღება შემდეგ საკითხებში - მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთის მიხედვით;
- შიდა აღწერებში მონაწილეობის მიღება;
- ოფისიდან მიღებულ სხვადასხვა დავალებებზე ოპერატიულად რეაგირება;
- საწყობიდან პროდუქციის მიღება და უკან დაბრუნება დადგენილი წესის მიხედვით მენეჯერის ან უფროსი კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ;
- ოპტიმალური ასორტიმენტის განსაზღვრა;
- მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციის პროგრამაში და სალარო აპარატთან მუშაობა მენეჯერის ან უფროსი კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.