ფილიალის მენეჯერი- გორი
მეგატექნიკა უკვე 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.
მეგატექნიკა ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Simfer, Electrolux, AEG, Philips, Delonghi და სხვა.
მეგატექნიკაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: გორი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 / 13:00-22:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ფილიალის თანამშრომლების მუშაობის მონიტორინგი, გრაფიკების ოპტიმალური დაგეგმვა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ნაშთების კონტროლი, გაყიდვების ანალიზი და საჭიროებისამებრ შეკვეთების გაფორმება;
- სალარო ოპერაციების მართვა, პროგრამული მონაცემების ყოველდღიური შემოწმება და ინვენტარიზაციის პროცესის ზედამხედველობა;
- მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესის მართვა (მათ შორის, ნივთის გაცვლა-დაბრუნების პროცედურები);
- ფილიალში წესრიგის, უსაფრთხოებისა და ქონების დაცულობის უზრუნველყოფა კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, მართვა ან ეკონომიკა);
- სასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში მენეჯერულ ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე;
- MS Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასაწყობე და სალარო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1C);
- ლიდერული თვისებები და გუნდის მოტივირების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;