ფილიალის მენეჯერი — ჯეჯელატო

ჯეჯელატო — ლოგო
ჯეჯელატო

ფილიალის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

იტალიური სანაყინე-საკონდიტრო "ჯეჯელატო" ეძებს ენერგიულ, შრომისმოყვარე, ერთგულ თანამშრომლებს ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: 7-8 საათიანი ცვლები

ანაზღაურება: საათობრივი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

  • სავალდებულოა კვების სექტორში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება!
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, კონტროლი და გადამზადება;
  • თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ზედმიწევნით კარგად ცოდნა და მათთან ერთან მუშობა მომხმარებლებთან;
  • ფილიალში არსებული ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება;
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და სალაროსთან შეკვეთების მიღება;
  • პროდუქტის ასორტიმენტისა და მისი შემადგენლობის სრულყოფილად ცოდნა;
  • პროფესიონალურ ყავის აპარატთან მუშაობა;
  • სამუშო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;
  • პროდუქტის ვადების და შენახვის წესების დაცვა;
  • მიტანის სერვისებთან მუშაობა

საჭირო უნარები და მოთხოვნები:

  • სავალდებულოა ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება სალაროსთან;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშობის და გუნდის მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პოზიტიურობა და მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
  • გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
  • ინგლისური ენის კომუნიკაციის დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება
  • ანაზღაურებადი სტაჟირებას;
  • თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
  • საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირებას;
  • Fitpass;
  • სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სამოტივაციო წახალისებებს