ფილიალის მენეჯერი
"წერტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "წერტი" დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა. დღეისათვის წერტი აერთიანებს 160 თანამშრომელს.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
- მდებარეობა: თბილისი;
- ანაზღაურება: ფიქსირებული;
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო დარბაზის კონსულტანტებსა და მომხმარებლებს შორის გამართული კოორდინაციის უზრუნველყოფა;
- მომსახურების ხარისხის კონტროლი;
- პროდუქციის ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
- დარბაზში განთავსებული პროდუქციის განლაგებაზე ზრუნვა;
- კომპანიის პროდუქციისა და მომსახურეობის შესახებ მომხმარებლის ინფორმირების უზრუნველყოფა;
- ფასმაჩვენებლების გამზადება და პროდუქტებზე განთავსება;
- შეთანხმებული ფასთაცვლილების დარბაზში ოპერატიულად ასახვა;
- კომპანიაში დაგეგმილი ცვლილებებისა და პროექტების შესახებ დაქვემდებარებული თანამშრომლების დროული ინფორმირება;
- მომხმარებლებთან დაფიქსირებული ხარვეზების შესახებ შესაბამისი პირების ინფორმირება და მათ გამოსწორებაზე მუშაობა;
- თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე გამოცხადების კონტროლი;
- გრაფიკების შედგენა დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის;
- წინასწარ განსაზღვრული დროის შესაბამისად კონსულტანტებისა და სხვა თანამშრომლების შესვენებაზე გასვლისა და დაბრუნების კონტროლი;
- კონსულტაციების გაწევა მომხმარებლისთვის, საჭიროებისამებრ;
- სავაჭრო დარბაზში სისუფთავისა და სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი;
- სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
- ვიზუალურად მოწესრიგებული არსებული სტანდარტის შესაბამისად გამოცხადება სამუშაო ცვლის დასაწყისში;
- გაწეული სამუშაოს შესახებ მიმდინარე ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
- უშუალო ხელმძღვანელებისაგან მიღებული დავალებების პირნათლად შესრულება;
- წინამდებარე სამუშაოს აღწერილობის, მოქმედი ინსტრუქციებისა და კომპანიის შინაგანაწესის შესრულება და დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა და ლიდერული თვისებები;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა.