ფიბრობეტონის ნაკეთობების ფორმირების სპეციალისტი
Fibrex LLC (ფიბრობეტონის მწარმოებელი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას მეყალიბის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"Fibrex" არის საქართველოში მოქმედი ფიბრობეტონის (GRC/GFRC) ელემენტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის საფასადე და არქიტექტურული ელემენტების წარმოებაში.
ფიბრობეტონის ნაკეთობების ფორმირების სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები:
- ყალიბების მომზადება საწარმოო პროცესისთვის;
- ფიბრობეტონის ნაკეთობების ფორმირება ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად;
- ყალიბების აწყობა, დაშლა და მოვლა;
- პროდუქციის ვიზუალური ხარისხის კონტროლი;
- სამუშაო ადგილის სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)