ფასწარმოქმნის მენეჯერი — ლაზიერი

ლაზიერი — ლოგო
ლაზიერი

ფასწარმოქმნის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით, ორგანიზებულობითა და განვითარებისაკენ სწრაფვით.

ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას, იმუშაოთ გუნდში, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, ცოდნის გაზიარებასა და უწყვეტ პროგრესზე.

თუ, გსურს გახდე წარმატებული გუნდის ნაწილი და განავითარო შენი ლიდერული უნარები- შემოგვიერთდი!

"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3, 500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT`S CORIAN®, ნეოლითი - ThESIZE`S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).

ლაზიერს მაშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank, Armani, Zadig&voltaire და სხვა.

ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/ymcp6kj9

ფუნქცია- მოვალეობები:

  • პროექტების კალკულაცია;
  • ფასთწარმოქმნის ფორმირება;
  • სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება ფინანსების ან/და ეკონომიკის განხრით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამის (MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ -ჩვევები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ტრენინგები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fit Pass ბარათი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით

გისურვებთ წარმატებას!