ფარშის მორევის სპეციალისტი- ფოთი — კორიდა

კორიდა — ლოგო
კორიდა

ფარშის მორევის სპეციალისტი- ფოთი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღეს დღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "კორიდა" აცხადებს ვაკანსიას ფარშის მორევის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ფოთში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამუშაო დღის დასაწყისში, კუტერის გარეცხვა და სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა.
  • პროდუქციის სახეობიდან გამომდინარე სხვადასხვა წონის ფარშისა და სანელებლების მორევის დანადგარში განთავსება და დანადგარის ჩართვა;
  • გეგმის მიხედვით, პროდუქციის აპარატში მოთავსება და რეცეპტურის მიხედვით დამუშავება.
  • დამუშავებული პროდუქტის მწონავისათვის მიწოდება.
  • სამუშაო დღის ბოლოს აპარატის გარეცხვა, გასუფთავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ფიზიკურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება: 1670 (ერთი ათას ექვსას სამოცდაათი ლარი) ლარი.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 14 სექტემბერი.