ფარშის დამზადების უბნის სპეციალისტი- ფოთი
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღეს დღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "კორიდა" აცხადებს ვაკანსიას ფარშის დამზადების უბნის სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ ფოთში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოებელი პროდუქტის რეცეპტის მიხედვით ფარშის აწონვა;
- დღის ბოლოს დარჩენილი ნაშთების აწონვა და დასაწყობება;
- საწარმოებელი პროდუქტის რეცეპტის მიხედვით ფარშის აწონვა;
- დღის ბოლოს დარჩენილი ნაშთების აწონვა და დასაწყობება;
- დღის გეგმის გაცნობა, საჭირო ნედლეულის მიღება;
- შესაბამისი პროდუქტისთვის რეცეპტურის მკაცრი დაცვით საჭირო ფარშის აწონვის კონტროლი და შესაბამისი სანელებლების ჩაყრის კონტროლი;
- მორეული ფარშის წონის დაფიქსირება და პროდუქციის იარლიყზე დატანა;
- ფარშის ფორმირების უბანზე დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
- მიღებული და გახარჯული ნედლეულის პროგრამულად ასახვა და აღმრიცხველ ოპერატორისთვის საბუთების დროულად მიწოდება;
- დაუმთავრებელი ნედლეულის საწყობის ნაშთების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ფიზიკურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი:
კვირაში 3 ცვლა (16 საათი, დღეგამოშვებით- დილის 9 საათიდან ღამის 3 საათამდე)
ანაზღაურება:
1400 (ერთი ათას ოთხასი ლარი) ლარი, ზრდის პერსპექტივით.