ფარმაცევტი — აფთიაქი ედელვაისი

აფთიაქი ედელვაისი

ფარმაცევტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

აფთიაქი ედელვაისი აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

საწყისი ანაზღაურება: 1100+ ლარი

სამუშაო ადგილი: ცაბაძის ქ. 19 - სავაჭრო ცენტრი "პასაჟი 2000"

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და მომსახურების გაწევა;
  • პროდუქციის ნაშთის კონტროლი, აღწერებში მონაწილეობის მიღება;
  • ჯანდაცვის სამინისტროს მიკვლევადობის მოდულთან მუშაობა და შესაბამისობის კონტროლი

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება;
  • აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა

ხელფასის სწრაფი ზრდის პირობა:

  • კომპანიას პროცესების ეფექტურად სამართავად ესაჭიროება გასავლის, შემოსავლის და ნაშთების ავტომატურ რეჟიმში მართვა. ამ პროცესების სამართავ ძირითად პროგრამას წარმოადგენს Microsoft Excel.
  • თუ კანდიდატს აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, რომლის გამოყენებასაც შეძლებს აღნიშნული პროცესების სამართავად, მოხდება ხელფასის სწრაფი გადახედვა.

აფთიაქი ედელვაისი გთავაზობთ მიიღოთ იმ ტიპის ცოდნა და გამოცდილება რომელსაც ვერ მიიღებთ ვერთერთ წამყვან სააფთიაქო ქსელში: საოფისე პროგრამების ცოდნა, ჯანდაცვის მოდულებთან მუშაობა, ნაშთების ავტომატურ რეჟიმში დაგეგმვა.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.