ფარმაცევტი
შპს "ნეოფარმი +" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე. "ნეოფარმი +"-ს სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს და ორ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება;
ანაზღაურება:
ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი
- I კატეგორია - 1000 ლარი
- II კატეგორია - 850 ლარი
- III კატეგორია - 700 ლარი
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 საათიანი გრაფიკი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთა სწრაფი და მაღალხარისხიანი მომსახურება, მათთვის კონსულტაციის გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში;
- მომხმარებელთათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტების შეთავაზება;
- პროდუქციის განთავსება მათთვის განკუთვნილ ადგილზე (შესაბამისი წესების დაცვით);
- პროდუქციის ნაშთების კონტროლისა და შიდა აღწერის პროცესებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება;
პიროვნული მახასიათებლები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- ცოდნის ამაღლების შესაძლებლობას უფასო სწავლებისა და ტრენინგების საშუალებით;
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას.