ფარმაცევტი
Organical ეძებს პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ ფარმაცევტს. პოზიცია მოიცავს მომხმარებლებთან წერილობით და სატელეფონო კომუნიკაციას, პროდუქტის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებას, შეკვეთების მიღებას, გაფორმებასა და შეკვეთის ჩაბარების პროცესის კონტროლს.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებთან წერილობითი და სატელეფონო კომუნიკაცია
- საკვები დანამატების შესახებ კონსულტაციის გაწევა
- პროდუქტის შემადგენლობის, გამოყენების წესისა და ზოგადი ინფორმაციის სწორად განმარტება
- მომხმარებლის საჭიროებების გაგება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება
- შეკვეთების მიღება და გაფორმება
- შეკვეთების შიდა პროგრამაში შეყვანა
- შეკვეთის ჩაბარების პროცესის კონტროლი
- მომხმარებლისთვის შეკვეთის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
- კურიერებთან ან მიწოდებაზე პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაცია
- მომხმარებელთან პროფესიონალური და სანდო კომუნიკაციის შენარჩუნება
სასურველი უნარები და გამოცდილება:
- ფარმაცევტული განათლება ან შესაბამისი გამოცდილება
- საკვები დანამატების მიმართულებით ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- მომხმარებელთან კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარი
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სწრაფად სწავლისა და პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ათვისების უნარი
- კომპიუტერსთან და სამუშაო პროგრამებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
- სამუშაო დრო: დღეში 8 საათი
- სამუშაო ფორმატი: ოფისიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსები (ნავაჭრის 1-1.5%)
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს
- განვითარებად ბრენდში მუშაობის შესაძლებლობას
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს
- ფარმაცევტული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობას გაყიდვებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით