ფარმაცევტი — ბიომედიკა

ბიომედიკა

ფარმაცევტი

₾1250 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ბიომედიკა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სამედიცინო/სამკურნალო ბრენდებისა და ჯანმრთელობის ზრუნვის სხვადასხვა პროდუქციის შესახებ;
  • სალაროს წარმოება;
  • მედიკამენტების აღწერა: პროდუქციის პროგრამული და სასაწყობე ნაშთების შედარება, შედეგის აღრიცხვა;
  • დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი;

მოთხოვნები:

  • ფარმაცევტული განათლება;
  • სასურველია ჰქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი);
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • თავაზიანობა, მზრუნველობის გამოხატვა;
  • სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ყოველი მეორე დღე 10:00-20:00. (შესაძლებელია სამუშაო დღეების ინდივიდუალურად განსაზღვრა).

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ოთარ ჭილაძის ქუჩა.

ანაზღაურება: 1250 ლარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.