ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი — სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი

₾1610 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: 1610 ლარი;

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აკადემიური ხარისხი: მაგისტრი (მაგისტრთან გათანაბრებული) სახელოვნებო განათლების მიმართულებით.
  • პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება: უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ან/და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში/სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება.

საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები:

  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ცოდნა;
  • უმაღლესი განათლების მარეგულირებელი დოკუმენტების ცოდნა;
  • ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებების, პროცესისა და სტანდარტების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მენეჯმენტის უნარი;
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) პრაქტიკულად ფლობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სხვადასხვა საქმიანობაში მონაწილეობა;
  • ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება;
  • აკრედიტაციისა და ავტორიზაციის დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულ პერსონალთან (პროგრამის ხელმძღვანელი/თანახელმძღვანელი, სტუდენტი, კურსდამთავრებული, დამსაქმებელი, აკადემიური და მოწვეული პერსონალი) კომუნიკაცია;
  • გამოკითხვებისა და ინტერვიუების (პროგრამის ხელმძღვანელი/თანახელმძღვანელი, სტუდენტი, კურსდამთავრებული, დამსაქმებელი, აკადემიური და მოწვეული პერსონალი) ადმინისტრირება;
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ორგანიზება და დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამსახურის უფროსის ასისტირება საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების (სილაბუსების) ავტორიზაცია/აკრედიტაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენაში.