F&B სუპერვაიზორი
ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო ibis Tbilisi City აცხადებს ვაკანსიას Food & Beverage Supervisor-ის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მიმტანების გუნდის კოორდინაცია და მართვა ცვლის განმავლობაში;
- მომსახურების პროცესის ეფექტურად ორგანიზება და კონტროლი;
- სტუმრების დახვედრა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
- პრობლემური სიტუაციების დროული და ეფექტური გადაჭრა;
- მომსახურების სტანდარტებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობასა და ტრენინგებს;
- მეგობრულ, კომფორტულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: თბილისი, ibis Tbilisi City, ვ. წითლანაძის ქ. №1;
სამუშაო გრაფიკი: 5/2, დილისა და საღამოს ცვლები.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.