F&B სუპერვაიზერი
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიას F&B სუპერვაიზერის პოზიციაზე.
"IOTA" საზოგადოებას აწვდის მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
- რესტორნების ყველა დანაყოფის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა - დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი
- რესტორნის მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათ განხორციელებაზე მუდმივი ზრუნვა
- თანამშრომლებისთვის სათანადო მითითებების მიწოდება და მათი ინსტრუქტაჟი, აღნიშნული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით
- მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
- მომსახურების ხარისხის კონტროლი კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით
- მარაგების კონტროლი
- შრომის დაცვის წესების, უსაფრთხოების წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი
- რესტორნის შინაგანაწესით დადგენილი მომსახურების სტანდარტების რეგულარული გაცნობა/განხორციელება
- დროული რეაგირება ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში და სათანადო განყოფილებებისთვის ახალი ინფორმაციის მიწოდება
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- აუცილებელია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
- უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა "Fina"-ს ცოდნა
- რესტორნის ოპერირების სქემის, ბუფეტის ტიპის კვებისა და ინდივიდუალური შეკვეთების მომსახურების წესების ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა
პიროვნული თვისებები:
- დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა
- მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
- დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
- თბილ და მეგობრულ გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კვებით უზრუნველყოფას
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10
"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლასა და ცხოვრებისეულ წარმატებებს!