ენისა და მეტყველების თერაპევტი- ქუთაისი/სამტრედია — მიელინი

მიელინი

ენისა და მეტყველების თერაპევტი- ქუთაისი/სამტრედია

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ინფორმაცია ჩვენს შესახებ - ჩვენ ვართ ბავშვთა და მოზარდთა კონსულტაციის, დიაგნოსტირებისა და ინტერვენციის ცენტრი "მიელინი", რომლის მისიაა ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება განვითარების რისკის მქონე, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

"გახდი ხიდი ბავშვებსა და გარე სამყაროს შორის და დაეხმარე ბავშვებს გარე სამყაროსთან კომუნიკაციაში" - ენისა და მეტყველების თერაპევტი ბავშვებს ეხმარება საკუთარი აზრების, სურვილებისა და ემოციების გამოხატვაში. ეს პროფესია ქმნის საფუძველს, რომ ბავშვებმა დაამყარონ ღრმა და ჯანსაღი სოციალური კავშირები და სრული პოტენციალით განივითარონ კომუნიკაციური უნარები.

ცენტრი "მიელინი" ეძებს მოტივირებულ ენისა და მეტყველების თერაპევტს, რომელიც იზრუნებს ბავშვთა და მოზარდთა ადრეულ განვითარებაზე, დაეხმარება მათ კომუნიკაციის, მეტყველებისა და სოციალური ურთიერთობის უნარების გაუმჯობესებაში.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი/სამტრედია

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: მზარდი, განხორციელებული ვიზიტების რაოდენობისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბავშვის მეტყველებისა და კომუნიკაციური უნარების შეფასება, ოჯახთან პირველადი ინტერვიუს ჩატარება;
  • შეფასების დასკვნის, შესაბამისი რეკომენდაციებისა და თერაპიული გეგმების შემუშავება, მათი მშობლებისთვის გაცნობა;
  • ბავშვთან ინდივიდუალური თერაპიული სესიების დაგეგმვა, ჩატარება და სამიზნე უნარებზე მუშაობა (სუპერვიზორის რეკომენდაციით);
  • ბავშვთან მუშაობის მეთოდების, მიმდინარე საჭიროებებისა და მოსალოდნელი შედეგების მშობლებისთვის გაცნობა, მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • მულტიდისციპლინურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია;
  • ბავშვის პროგრესის მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (მათ შორის, ელექტრონულად Google Drive-ზე);
  • საჭირო საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, პედაგოგიკაში ან დაწყებით განათლებაში;
  • ენისა და მეტყველების აკრედიტებული ტრენინგ-პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (შესაბამისი პროფესიული განათლება);
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება (ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად, სასურველია ტიპური ან ატიპური განვითარების ბავშვებთან);
  • ინგლისური და/ან რუსული ენის მინიმუმ B1 (სასაუბრო) დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (Microsoft Office, PowerPoint, Google Drive).

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ბავშვთა უფლებების ძირითადი პრინციპების ცოდნა და პატივისცემა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ემპათია და კომუნიკაბელურობა;
  • პროფესიული განვითარების მუდმივი სურვილი და მიღწევის მაღალი მოტივაცია;
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და ლიდერული უნარ-ჩვევები;
  • ეფექტური გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროისა და სამუშაო რესურსების სწორი მენეჯმენტი.

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • მზრუნველი და მხარდამჭერი გუნდი;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი სუპერვიზია პროფესიული ზრდისთვის;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • FitPass-ზე წვდომა;
  • ანაზღაურებადი ავადობის დღეები;
  • კარიერული წინსვლისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობა.

შერჩევის ეტაპები:

კადრის შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:

  • შემოსული რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
  • გასაუბრება წარმატებულ კანდიდატებთან.