ენდოკრინოლოგის ასისტენტი
რეიმანი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ენდოკრინოლოგის ასისტენტი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შიდა პროგრამაში ჩანაწერების წარმოება;
- პაციენტების ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შედეგების მონიტორინგი ექიმის მითითებით;
- პაციენტის ელექტრონული ისტორიის წარმოება და პროგრამაში მუშაობა ექიმის მითითებით;
- პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია ექიმის მითითებით;
- პაციენტის გასინჯვა და ინსტრუმენტული კვლევაში მონაწილეობა ექიმის მითითებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტი
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ცოდნა, უნარები:
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
- დროის მენეჯმენტი;
- კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი N3.
შერჩევის ეტაპები:
- მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
- თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენის შესაძლებლობას;
- პაციენტთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა