ენა მეტყველების თერაპევტი
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი "სივრცენი" აცხადებს ვაკანსიას ენა მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.
მისამართი: საბურთალო, ჯანო ბაგრატიონის 6
ვადები: 28 სექტემბერი 2026 - 4 ოქტომბერი 2026
ძირითადი მოვალეობები:
- ბავშვთა შეფასება, საჭიროებების იდენტიფიკაცია
- წერილობითი ანგარიშგება და მშობლისთვის გაცნობა
- საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციის გეგმის შემუშავება და განხორციელება
- 6 თვეში ხელახალი შეფასება და ინტერვენციის გეგმის განახლება
- საჭიროების შემთხვევაში ბავშვის სხვა სერვისში გადამისამართება
- შემთხვევის განხილვებში მონაწილეობის მიღება
- კვირაში ერთხელ ორგანიზაციულ და გუნდურ შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი. განიხილებიან მესამე კურსის სტუდენტებიც.
დამატებითი მოთხოვნები:
- უწყვეტი პროფესიული განათლების მზაობა
- პროფესიული სუპერვიზიის ქვეშ მუშაობის მზაობა
- სიახლეების გაცნობის, გაზიარებისა და დანერგვის მზაობა
- შემთხვევის მართვის პროცესში თანამშრომლობის მზაობა და გუნდურობა
- ბავშვზე და ოჯახზე ორიენტირებულობა
- ორგანიზაციული ღირებულებების პატივისცემა და დაცვა
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
დოკუმენტაცია: დიპლომი, შესაბამისი სერტიფიკატები, CV, სამოტივაციო წერილი