ელექტრონული კომპონენტების ინტეგრატორი
კნიკი არის ქართული მაღალტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ავითარებს და აწარმოებს ჭკვიან სამკაულებს. ჩვენი პროდუქტი იყიდება მსოფლიოს მასშტაბით 20-ზე მეტ ქვეყანაში.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც იმუშავებს ელექტრონული კომპონენტების პროდუქტში ინტეგრაციაზე.
აუცილებელი მოთხოვნა არის სარჩილავით მუშაობის გამოცდილება.
საქმიანობას ადგილზე შეგასწავლით.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება: 1500-1800₾ (მზარდი).
- ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა.
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
- გრაფიკი: სრული განაკვეთი.
- მდებარეობა: თბილისი, ისანი.