ელექტრომექანიკოსი/ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
G&A Group არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.
ვეძებთ გამოცდილ, პრაქტიკოს სპეციალისტს, რომელიც უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას საწარმოს ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მომსახურება-შეკეთებაში და ამავდროულად უხელმძღვანელებს ტექნიკურ ჯგუფს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტექნიკური აზროვნება, პასუხისმგებლობა, დისციპლინა და საწარმოს უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოს ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა;
- საწარმოო დანადგარების დიაგნოსტიკა, გაუმართაობის მიზეზების სწრაფად აღმოჩენა და აღმოფხვრა;
- ელექტრო, ელექტრომექანიკური და მექანიკური სარემონტო სამუშაოების უშუალოდ შესრულება;
- ტექნიკური ჯგუფის ყოველდღიური სამუშაოების დაგეგმვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- ავარიულ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ სარემონტო სამუშაოებში ჩართვა;
- ელექტროძრავების, ტუმბოების, რედუქტორების, კონვეიერების, სენსორებისა და სხვა საწარმოო მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება;
- ელექტრო სქემების წაკითხვა და გაუმართაობის დიაგნოსტიკა;
- პროფილაქტიკური და გეგმური ტექნიკური მომსახურების გრაფიკის შედგენა და შესრულების კონტროლი;
- დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და შესაძლო ავარიების პრევენცია;
- საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მასალების განსაზღვრა და მარაგების კონტროლი;
- სამუშაოების უსაფრთხოების ნორმების დაცვა და გუნდის მხრიდან მათი შესრულების კონტროლი.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ელექტრომექანიკოსად, ელექტრიკოსად ან საწარმოო დანადგარების ტექნიკური მომსახურების მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
- საწარმოო/სამრეწველო გარემოში მუშაობის გამოცდილება;
- ელექტრო და მექანიკური გაუმართაობების დამოუკიდებლად დიაგნოსტიკისა და შეკეთების უნარი;
- ელექტრო სქემების წაკითხვის ცოდნა;
- სამფაზიან ელექტროსისტემებთან, ელექტროძრავებთან, ავტომატებთან, კონტაქტორებთან, რელეებთან, სენსორებთან და სხვა სამრეწველო ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
- მექანიკური კვანძების, საკისრების, რედუქტორების, ჯაჭვური/ქამრული გადაცემებისა და სხვა საწარმოო მექანიზმების ცოდნა;
- ტექნიკური გუნდის მართვის ან სამუშაოების კოორდინაციის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის აღების და ავარიულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
უპირატესად ჩაითვლება:
- კვების საწარმოში მუშაობის გამოცდილება;
- საწარმოო ხაზებთან და ავტომატიზებულ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინვერტორებთან (VFD), PLC-სთან და სამრეწველო ავტომატიკასთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნა;
- სამაცივრე და სხვა საინჟინრო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო ადგილი ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ;
კომპანია უზრუნველყოფს ერთჯერად კვებას.
ანაზღაურება: კონკურენტული, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად