ელექტროინჟინერიის სპეციალისტი
შპს "ინფრაკონცეფტი" 2025 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო და საპროექტო მიმართულებით. კომპანიის ძირითად სპეციალიზაციას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა, რაც მოიცავს ისეთი საზოგადოებრივი ობიექტების განვითარებას, როგორებიცაა: სკოლები, საბავშვო ბაღები, საქალაქო პარკები, სპორტული მოედნები და სხვა.
გაფართოების მიზნით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტროინჟინერიის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ელექტრო სისტემების დაპროექტება;
- სუსტი დენების ქსელების დაპროექტება;
- მომზადებული პროექტების შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
- საპროექტო კომპანიაში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია შესრულებული პროექტის წარმოდგენა.
პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა.
კომპიუტერული პროგრამები: Autocad
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.