ელექტროინჟინერ-ტექნიკოსი — გასართობი ცენტრი რია-რია - გალერია თბილისი

გასართობი ცენტრი რია-რია - გალერია თბილისი

ელექტროინჟინერ-ტექნიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ბავშვთა გასართობი ცენტრი "რია-რია" აცხადებს ვაკანსიას ელექტროინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე, ცენტრი მდებარეობს გალერია თბილისში და ფუნქციონირებს 2018 წლიდან. იგი ყოველდღიურად ემსახურება მცირე და უფროსი ასაკის მომხმარებლებს. ცენტრში წარმოდგენილია ასაკობრივად დიფერენცირებული ორი სართული, პირველ სართულზე განთავსებულია რბილი ზონა და ბატუტები, ხოლო მეორე სართულზე განლაგებულია სათამაშო აპარატები.

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიურად გაუწიოს მონიტორინგი სათამაშო სივრცეში არსებულ აპარატებსა და გასართობი ზონებს
  • უზრუნველყოს აპარატების ტექნიკურად გამართული და უსაფრთხო მუშაობა.
  • მწყობრიდან გამოსულ აპარატებს ჩაუტაროს დიაგნოსტიკა.
  • აღმოფხვრას აპარატის ელექტრო ან მექანიკური დაზიანება.
  • ჰქონდეს როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ მწარმოებლებთან და მომწოდებელთან ურთიერთობა. საჭიროებისამებრ შეისყიდოს აპარატის სათადარიგო და ობიექტის ინფრასტრუქტურული ნაწილები.
  • ყოველთვიურად შეამოწმოს ავარიული და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი: ცეცხლმაქრები, ავარიული სანათები, ექსიტ მანიშნებლები.
  • საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს ობიექტზე არსებული როზეტები ან სანათები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ელექტრონიკის ან ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით.
  • ელექტრო სქემების წაკითხვის უნარი.
  • სასურველია ელექტრო მოწყობილობების, ელექტროძრავების, გამანაწილებელი ფარებისა და ავტომატიკის სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • ელ. საინჟინრო ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
  • ტექნიკური აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ.
  • საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.
  • შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

განიხილება როგორც გამოცდილი, ასევე ელ. საინჟინრო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ