ელექტრო სკუტერების შეკეთების ოსტატი (დამწყები)
ვაკანსია თბილისსში: ელექტრო სკუტერების შეკეთების ოსტატი (დამწყები)
ვეძებთ ადამიანს, რომელიც ელექტრო სკუტერებს შეაკეთებს და მოემსახურება.
რა უნდა გააკეთოთ:
- ელექტრო სკუტერების შეკეთება;
- დაზიანებული ნაწილების შეცვლა;
- მუხრუჭების რეგულირება;
- ჭანჭიკებისა და სამაგრების მოჭერა.
ვის განვიხილავთ:
- თუ გაქვთ მანქანების, ველოსიპედების, სკუტერების ან სხვა ტექნიკის შეკეთების გამოცდილება — ძალიან კარგი;
- თუ პროფესიული გამოცდილება არ გაქვთ, მაგრამ თავად შეგიკეთებიათ მანქანა, ველოსიპედი ან ტექნიკა სახლში — თქვენც შეგიძლიათ გამოგვეხმაუროთ;
- მნიშვნელოვანია, რომ შეგეძლოთ ხელსაწყოებთან მუშაობა და იყოთ ყურადღებიანი.
ელექტრო სკუტერების შეკეთებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ადგილზე გასწავლით.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 2/2, 09:00-დან 21:00-მდე; შესაძლებელია დამატებითი ცვლების აღებაც;
- ანაზღაურება — 100 GEL სამუშაო დღეში;
- შემოსავალი — დაახლოებით 1500 GEL თვეში.