ელექტრო ინჟინერი — ჰელიოს ენერჯი

ჰელიოს ენერჯი — ლოგო
ჰელიოს ენერჯი

ელექტრო ინჟინერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
მზის ენერგიის კომპანია ჰელიოს ენერჯი აცხადებს ვაკანსიას ელექტრო ინჟინრის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, კვალიფიციურ და გამოცდილ სპეციალისტს, რომელიც უშუალოდ ჩაერთვება მზის ელექტროსადგურების მოწყობის, სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისა და ტექნიკური გამართვის პროცესში. პოზიცია ითვალისწინებს როგორც საინჟინრო-ელექტრონული ნაწილის დაგეგმვას, ისე ობიექტებზე სამუშაოების პრაქტიკულ განხორციელებასა და ტესტირებას.

ჰელიოს ენერჯი საქართველოში განახლებადი ენერგიის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი მისიაა მზის ენერგიის ათვისება და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და გარემოს დაცვის ხელშეწყობა.

ძირითადი მოვალეობები:

** მზის ელექტროსადგურების პროექტების ელექტრონული ნაწილის გაანგარიშება, კაბელების კვეთის, დამცავი აპარატურისა და ინვერტორების ოპტიმალური შერჩევა.
** ობიექტებზე მზის პანელების, ინვერტორების, საინვესტორო კარადებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოების უშუალო შესრულება და მართვა.
** მზის ელექტროსადგურების მუდმივი (DC) და ცვლადი (AC) დენის წრედების გამართვა, კომუტაცია და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა.
** დამიწების სისტემებისა და მეხამრიდების მოწყობა, შესაბამისი პარამეტრების გაზომვა და შემოწმება.
** შესრულებული სამუშაოების ტესტირება, გამართული მუშაობის მონიტორინგი და ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების პროცესში მონაწილეობა.
** ობიექტებზე წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკა და მათი ოპერატიული აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ენერგეტიკის, ელექტრო-საინჟინრო ან მონათესავე მიმართულებით.
** მინიმუმ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება ელექტრო-საინჟინრო სფეროში (უპირატესობად ჩაითვლება ენერგეტიკულ ან სამრეწველო ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება).
** ელექტროობის, ენერგეტიკული სისტემების მუშაობის პრინციპებისა და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების სიღრმისეული ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

** მზის ელექტროსადგურების დაპროექტებისა და მონტაჟის გამოცდილება.
** საინჟინრო და სიმულაციურ პროგრამებში (AutoCAD, PV*SOL, PVSyst) მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ფლობა სამუშაო დოკუმენტაციისა და ტექნიკური ლიტერატურის დასამუშავებლად.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** გუნდური მუშაობის, პროცესების ოპერატიულად მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვა და ხარისხის კონტროლი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ელექტრო ინჟინერი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი.