ელექტრო ინჟინერ-პროექტანტების ჯგუფის ხელმძღვანელი — დეტრა ჯგუფი

დეტრა ჯგუფი — ლოგო
დეტრა ჯგუფი

ელექტრო ინჟინერ-პროექტანტების ჯგუფის ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დეტრა ჯგუფი 2018 წლიდან ოფიციალურად ოპერირებს ბაზარზე და გთავაზობთ სრულ საინჟინრო, საპროექტო და საინსტალაციო, MEP (წყალმომარაგება, ხანძარქრობა, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, ელექტრობა) პროექტირებას, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და საინჟინრო სისტემების სრული მომსახურებით უზრუნველყოფას.

ვაცხადებთ ვაკანსიას, ელექტრო ინჟინერ-პროექტანტების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ.

განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:30 სთ.)

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული საკითხებისა და პროექტების სწორი დელეგირება გუნდის წევრებთან მიმართებით;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და დედლაინების კონტროლი;
  • შესრულებული პროექტირების რევიზია და საჭიროების შემთხვევაში მითითებების გაცემა, დამკვეთთან მიწოდებამდე;
  • მსხვილ და მნიშვნელოვან პროექტებში სრული ჩართულობა, როგორც პროექტირების, ასევე შესრულების ნაწილში;
  • საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა, ტექნიკური დავალებების მიხედვით;
  • მიღებული პროექტის რევიზია-ოპტიმიზაცია;
  • მიღებული ტექნიკური დოკუმენტაციის შედარება და დადასტურება პროექტში არსებული მოთხოვნების შესაბამისად;
  • ჩაბარებული პროექტების ხელმძღვანელობა (პროექტირების ჭრილში);
  • შესრულებული პროექტების ზედამხედველობა;
  • ობიექტებზე გეგმური ვიზიტი, მონტაჟის დეტალების გავლა შემსრულებელ ჯგუფებთან და პროექტანტებთან ერთად;
  • ჯეროვნად შესრულებული მოცულობებისა და სამუშაოების კონტროლი (პროექტთან შესაბამისობაში);
  • ყოველკვირეული ანგარიშგების საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით წარმოება და უშუალო ხელმძღვანელისთვის გაცნობა;
  • ყოველთვიური ანგარიშების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება პოზიციის შესაბამისი მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 4 წელი;
  • ობიექტთან მუშაობის გამოცდილება;
  • AutoCAD-ის ცოდნა (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას;
  • განვითარების შესაძლებლობას;
  • თითოეულ თანამშრომელზე მორგებულ და საჭირო პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.