ელექტრიკოსი- ნატახტარი
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. "ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი
სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლა (დღის და ღამის)
თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან
- სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს
- ლანჩი
ძირითადი მოვალეობები:
- ცვლის გადაბარება;
- ელექტრო მომარაგების მაღალი ძაბვის ხაზებისა და კაბელების მუდმივი კონტროლი;
- სატრანსფორმატორო ქვესადგურებში განლაგებული ელექტროდანადგარების მდგომარეობის შემოწმება;
- დაბალი ძაბვის საკაბელო მეურნეობის სისტემატური კონტროლი;
- ელექტროგამანაწილებელი კარადების, მათში მოთავსებული ელექტროდანადგარების სისტემატური კონტროლი;
- ძალურ დანადგარებთან მიერთების და მათი დამიწების კონტურების სისტემატიური კონტროლი;
- ელექტრომომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში მათი შეწყვეტის მიზეზების დადგენა;
- კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემატური ზრუნვა;
- წელიწადში ერთხელ კვალიფიკაციის დამდასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;
- სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
- წარმოების პროცესის გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის ინიცირებულ და დანერგილ პროექტებში მონაწილეობა;
- შრომითი დისციპლინის, სანიტარული მოთხოვნების, უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი.