ელექტრიკოსი
"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობა:
- ელექტრომოწყობილობისა და ელექტროგაყვანილობის დაგეგმვა, განლაგება და მონტაჟი, შეკეთება და გამართულად მუშაობის კონტროლი;
- შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციისა და სხვა მოწყობილობა-დანადგარების ელექტრო მომსახურება, დაზიანების ან/და საჭიროების შემთხვევაში აღდგენა ან ახლით ჩანაცვლება;
- წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, შენობისა და პერიმეტრის შემოვლა, ელექტრო გაუმართაობების დიაგნოსტიკა და გაუმართაობების აღმოფხვრა;
- ტექნიკური სამუშაოების ჩატარება სათადარიგო ნაწილების და მოწყობილობების მონტაჟის, რეგულირებისა და შეცვლის შესახებ, ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად;
- სპეცტანსაცმლის, საჭირო დამცავი აღჭურვილობისა და მოწყობილობების სწორად გამოყენება;
- სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ეროვნული რეგულაციების, შიდა სტანდარტების, პროცედურებისა და რეგულაციების შესაბამისად;
- უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ინსტრუქციების გამოყენება და დაცვა სამუშაო პროცესში;
- ელექტრიკის სპეციალისტისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ელექტრობის მიმართულებით;
- ელექტრიკოსის არანაკლებ მესამე თანრიგის/ჯგუფის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის/მსგავსი მოვალეობების შესრულების არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
- ელექტრობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის/მოთხოვნების ცოდნა (კომპეტენციის სფეროს შესაბამისად).
პიროვნული უნარები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ყურადღებიანობა.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
სამუშაო ადგილი და პირობები:
- სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82;
- სამუშაო განრიგი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00/10:00-17:00/18:00 საათი, განრიგის ცვლილება შესაძლებელია;
- შრომის ანაზღაურება - შეთანხმებით.
დამატებითი ინფორმაცია:
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ივლისი.
შენიშვნა:
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
- პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.