ელექტრიკოსი
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
- ჰიპერმარკეტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განათების, როზეტების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა;
- დანადგარების მართვის კარადების მონიტორინგი და პრობლემის შემთხვევაში, მისი აღმოფხვრა;
- ენერგო მომხმარებელი მოწყობილობების და დანადგარების მართვა/კონტროლი;
- ელექტრული გაყვანილობების, აღჭურვილობის, მოწყობილობების განლაგება და მონტაჟი;
- მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული გამართულობის უზრუნველყოფა;
- ელექტრული აღჭურვილობის გაუმართაობის ამოცნობა და პრობლემის აღმოფხვრა;
- საქსპლუატაციო, სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
- ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან ტექნიკური განათლება, ელექტროობის მიმართულებით;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა;
- სასურველია საწარმოში მუშაობის გამოცდილება;
- ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა
- ანაზღაურება: 1300 ლარი;
- FitPass;
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა