ელ. კომერციის მომხმარ.მხარდაჭერის და ქოლ-ცენტრის ოპერატორი
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 110-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1200-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 25 წლიანი გამოცდილება.
დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს.
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ელ. კომერციის მომხმარებელთა მხარდაჭერის და ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- ონლაინ და ოფლაინ საკომუნიკაციო არხებით მომხმარებელთა მაღალი ხარისხის მომსახურების მართვა და უზრუნველყოფა;
- მომხმარებლის მომსახურება კომპანიის დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, TikTok და სხვა) და ელ. კომერციის გვერდის ჩატში შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე პასუხის გაცემა და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლებისათვის კომპანიაში არსებულ აქციებსა და ფასდაკლებებზე ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლებისთვის საინტერესო პროდუქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
- ელექტრონული ფოსტით (E-mail) შემოსული მოთხოვნების, შეკითხვებისა და საჩივრების დამუშავება;
- CRM სისტემაში მომხმარებელთა საჩივრების, ინციდენტებისა და მოთხოვნების რეგისტრაცია და მათი შესრულების პროცესის მონიტორინგი საბოლოო გადაწყვეტამდე;
- ონლაინ შეკვეთებთან დაკავშირებული სრული ინფორმაციისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ფარმაცევტული განათლება ჩაითვლება უპირატესობად)
- მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება;
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ქოლ ცენტრში ან/და მომსახურების სფეროში;
- ელ. კომერციისა და სოციალური მედიის საკომუნიკაციო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office - სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გამართული მეტყველებისა და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალობა.
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ან მათი სწრაფად ათვისების უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 24 ივლისი, 2026წ.
გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
გისურვებთ წარმატებას!