ექთანი ფლებოტომისტი- ქუთაისი
შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ექთანი ფლებოტომისტი ქუთაისში . ჩვენს შესახებ: გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. სამუშაო დრო და ადგილი: ** მისამართი: ქუთაისი რუსთაველის ქუჩა N124 ** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე; 10:00-17-00 საათამდე, შაბათს 10:00-15:00 საათამდე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პაციენტისთვის ვენიდან სისხლის აღება ** აღებული მასალის შესაბამის სინჯარაში მოთავსება წესების დაცვით; ** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამედიცინო განათლება ან ექთნის კვალიფიკაცია; ** პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება; ** ვენიდან სისხლის აღების გამოცდილება; პიროვნული თვისებები: ** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი; ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.