ექსპორტის უფროსი დამხმარე სპეციალისტი საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში — საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტა — ლოგო
საქართველოს ფოსტა

ექსპორტის უფროსი დამხმარე სპეციალისტი საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში

₾1500 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

საქართველოს ფოსტა აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის უფროსი დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე, საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში.

სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაო საათები: ყოველ მეორე დღეს - ცვლიანი განრიგი, 12-საათიანი ცვლა (12:00–24:00 საათამდე); შესვენებები 15:00–16:00 და 20:00–21:00 საათამდე.

ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი მოვალეობა:

  • საერთაშორისო გზავნილების მიღება/შემოწმება (რაოდენობა, წონა) და სისტემაში აღრიცხვა;
  • საბაჟო პროცესების კოორდინაცია (რეგისტრაცია, დეკლარაციები, დოკუმენტაცია);
  • გზავნილების დახარისხება ქვეყნების მიხედვით და გაგზავნისთვის მომზადების კონტროლი;
  • ტერმინალებს შორის ტრანსპორტირების კონტროლი;
  • ცვლის მართვა, ცვლის ჩაბარება/გადაბარება, შეფერხებების დროული აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • რუსული და ინგლისური ენების ელემენტარულ/საწყის დონეზე ცოდნა;
  • MS Office-თან მუშაობის ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა, სასურველია მექანიკის მართვის გამოცდილება.

კანდიდატთა შერჩევა:

  • კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
  • გასაუბრება;
  • მოსამზადებელი ეტაპი.