ექსპორტის სპეციალისტი — Mind

Mind — ლოგო
Mind

ექსპორტის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ვაცხადებთ ვაკანსიას ექსპორტის სპეციალისტის პოზიციაზე კომპანია "ნუტრიმაქსისთვის".

"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით.

კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://www.nutrimax.ge/

სამუშაო ადგილი - თბილისი, ზემო ფონიჭალა

სამუშაო განაკვეთი - სრული, 09:30 - 17:30 (ორშაბათი - პარასკევი)

ანაზღაურება - 2000 ლ. (Net)

დამატებითი ბენეფიტი - ჯანმრთელობის დაზღვევა, ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთების მიღება, დამუშავება და წარმოებაში გადამისამართება;
  • შეკვეთების შესრულების პროცესის მონიტორინგი და კოორდინაცია;
  • საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზება და კოორდინაცია;
  • გადამზიდავების მოძიება, შერჩევა და მოლაპარაკებების წარმოება (საზღვაო, საავტომობილო, სარკინიგზო);
  • სატრანსპორტო ხარჯების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
  • ექსპორტის დოკუმენტაციის სრულად და სწორად მომზადება (Invoice, Packing List, CMR, ვეტერინარული სერტიფიკატი და სხვა);
  • საბაჟო პროცედურების კოორდინაცია და შესაბამისი მოთხოვნების დაცვა;
  • კომუნიკაცია დამკვეთებთან, გადამზიდავებთან და ოფიციალურ ორგანოებთან;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება საბაჟო მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (მინ. B2).

შერჩევას ახორციელებს კომპანია "Mind" (https://mind.com.ge/).

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.