ექსპორტის მიმართულების ლოგისტიკის მენეჯერი
"Georgian Logistic Group" (GLG) 2013 წლიდან აწვდის საერთაშორისო გადაზიდვისა და საბროკერო სერვისებს არამარტო ქართულ ორგანიზაციებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.
GLG აქვს 3 ოფისი საქართველოში და კარგად განვითარებული პარტნიორული კავშირები მსოფლიოს მასშტაბით.
კომპანიის გუნდი არის მეგობრული, შეკრული და ორიენტირებული ზრდასა და პროფესიონალიზმის გაღრმავებაზე.
ვეძებთ ექსპორტის მიმართულების ლოგისტიკის მენეჯერს:
ძირითადი მოვალეობები:
- საკონტეინერო გადაზიდვების (FCL) სრული ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა, ძირითადად ექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით;
- საზღვაო ხაზებთან, ტერმინალებთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია;
- კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და მათთვის მიმდინარე სტატუსების მიწოდება;
- საექსპორტო და სატრანზიტო დოკუმენტაციის კონტროლი;
- პროცესში წამოჭრილი პრობლემური სიტუაციების ოპერატიულად და დამოუკიდებლად მოგვარება.
მოთხოვნები:
- სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (ძირითადად საკონტეინერო მიმართულებით);
- საზღვაო ხაზების მუშაობის პრინციპებისა და პროცედურების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, etc...)
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 10:00-18:00
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით)