ექსპორტის მენეჯერი
კახური ტრადიციული მეღვინეობა
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (10:00 -18:30)
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
- აუცილებელია ინგლისური ენის C1/B2 დონეზე ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- საერთაშორისო გაყიდვების/ექსპორტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საერთაშორისო ბაზრის ანალიზის საფუძველზე, ახალი კლიენტების მოძიება და არსებულის პორტფელის მართვა;
- საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვების სტრატეგიისა და სისტემის შექმნა და დანერგვა (დისტრიბუტორები, იმპორტიორები, ონლაინ პლატფორმები);
- პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
- კონტრაქტების, კომერციული პირობებისა და მიწოდების პროცესების კოორდინაცია;
- ექსპორტის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
- გაყიდვების გეგმების შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
- რისკების შეფასება და ექსპორტის პროცესების ოპტიმიზაცია.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი.