ექსპორტის ქვეყნებში სარეკლამო მიმართულებების მართვის სპეციალისტი
GM Pharmaceuticals წარმოადგენს 26 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება როგორც საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) ქარხნებში.
8 ქვეყანაში, 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომლით წარმოდგენილი GM Pharmaceuticals, არის კომპანია, სადაც ინოვაცია ერწყმის ადამიანურ პოტენციალს, რათა 12 მილიონზე მეტი მომხმარებლის ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ.
GM Pharmaceuticals აცხადებს ვაკანსიას Export Advertising & Digital Specialist - ექსპორტის ქვეყნებში სარეკლამო მიმართულებების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 – 18:00
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამსახურს;
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
ძირითადი მოვალეობები:
- ციფრული სარეკლამო არხების მართვაში მონაწილეობა (Social Media, Online platforms, Performance Digital campaigns);
- სარეკლამო კამპანიების მიმდინარეობის, ბიუჯეტის და ეფექტიანობის მონიტორინგი;
- KPI-ების შესრულების კონტროლი (Reach, Engagement, CTR, GRP და სხვა შესაბამისი მაჩვენებლები);
- ბრენდ მენეჯერებთან მჭიდრო თანამშრომლობა სეზონური სარეკლამო კონტენტის დაგეგმვასა და შექმნაში;
- სარეკლამო კრეატიული მასალების დამუშავება და ადაპტაცია ექსპორტის ბაზრების სპეციფიკის შესაბამისად;
- სარეკლამო კამპანიების განთავსების, მიმდინარეობისა და ეფექტიანობის მონიტორინგი;
- სარეკლამო აქტივობების შედეგების ანალიზი და რეპორტების მომზადებაში ჩართულობა;
- სააგენტოებთან, მედიაპლატფორმებთან და გარე პარტნიორებთან კომუნიკაცია;
- კამპანიების შედეგების საფუძველზე გაუმჯობესებისთვის შესაბამის რეკომენდაციების მომზადებაში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რეკლამის, ციფრული მარკეტინგის ან მედიის მიმართულებით განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული ენა თავისუფლად ფლობა (სავალდებულო), ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგი ცოდნა (სავალდებულო);
- MS Office / Google Workspace-ის კარგი ცოდნა;
- ციფრული პლატფორმებისა და სარეკლამო ინსტრუმენტების საბაზისო ცოდნა (Meta Business Suite, Google Ads, Analytics და მსგავსი);
- კონტენტის და ვიზუალური მასალების სამუშაო ინსტრუმენტების ცოდნა (Canva, Adobe, სხვა კრეატიული პლატფორმები);
- სამუშაო გამოცდილება სარეკლამო, მარკეტინგულ ან დიჯიტალურ სფეროში;
- სასურველია მუშაობის გამოცდილება საერთაშორისო ან ექსპორტზე ორიენტირებულ პროექტებში.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდურ მუშაობის უნარი;
- დროისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარები;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობა.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- უფასო კვება.