ექსპორტის ხელმძღვანელის ასისტენტი/სტაჟიორი
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ის, შვილობილი კომპანია შპს "გურული ნენა", რომელიც არის ხილის გადამამუშავებელი და საწარმოო ქარხანა, აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის ხელმძღვანელის ასისტენტი/სტაჟიორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
ვეძებთ დამწყებ, მოტივირებულ სპეციალისტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს ექსპორტის ხელმძღვანელის ასისტენტის/სტაჟიორის პოზიციაზე.
პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელსაც სურს დაიწყოს კარიერა ექსპორტის მიმართულებით, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიულად განვითარდეს.
ძირითადი მოვალეობები:
- ექსპორტის ხელმძღვანელის ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება
- საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებასა და დამუშავებაში მონაწილეობა
- შეკვეთების, გადაზიდვებისა და შესაბამისი ინფორმაციის მონიტორინგი
- წარმოებასთან შეკვეთის კონტროლი და შეკვეთის ზუსტ ვადებში ორგანიზება
- სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება ექსპორტის მიმართულებით
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ განვითარებას ექსპორტის მიმართულებით
- პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას
- გამოცდილი ექსპორტის მენეჯერისგან სწავლასა და მხარდაჭერას
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
მოთხოვნები:
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- შედეგზე ორიენტირებულობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი