ექსპორტის ხელმძღვანელის ასისტენტი
შპს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ის, შვილობილი კომპანია შპს "გურული ნენა" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად;
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტისგან შეკვეთის აღება, ყველა საბუთის უზრუნველყოფა (ინვოისი, შეფუთვის ფურცელი, ცემეერი)
- შეკვეთასთან დაკავშირებით ყველა საჭირო მასალის ორგანიზება, დროულად მიწოდება (სტიკერები, ყუთები, პალეტები, ეტიკეტები)
- წარმოებასთან შეკვეთის კონტროლი და შეკვეთის ზუსტ ვადებში ორგანიზება.
- უშუალო ხელმძღვანელისგან სხვადასხვა დავალებების მიღება.
მოთხოვნები:
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- შედეგზე ორიენტირებულობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
პირობები:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- სტაბილური სამუშაო გარემო