ექსპორტის გაყიდვების მენეჯერი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია ,,ქართველი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- უცხოელ კლიენტებთან და პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
- ახალი საერთაშორისო ბაზრების კვლევა და პოტენციური კლიენტების მოძიება;
- უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება, ხელშეკრულებების გაფორმება და პირობების შეთანხმება;
- უკვე არსებულ დისტრიბუტორებთან ურთიერთობის შენარჩუნება;
- ბაზრის დეტალური ანალიზი: კონკურენტები და ფასების პოლიტიკა;
- საექსპორტო პროცესების მართვა (დოკუმენტაცია, ლოგისტიკა, კონტრაქტები);
- მოლაპარაკებების წარმოება;
- მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობით ექსპორტის მიმართულებით ბრენდის განვითარების და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და შესრულება;
- სხვადასხვა საკომუნიკაციო და მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- გაყიდვების შედეგების მონიტორინგი;
- ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საერთაშორისო გაყიდვების ან ექსპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- საექსპორტო პროცესების ცოდნა;
- მოლაპარაკებების ძლიერი უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა (C1);
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელური;
- პრეზენტაციის მომზადებისა და ეფექტური წარდგენის უნარი
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 2 დღე დასვენება);
სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი.
ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია, საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით (მიკროავტობუსით), მეტროსადგურ სამგორის ზედა ამოსასვლელიდან ქარხნის ტერიტორიამდე და პირიქით.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25.06. 2026 წ.