ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი- გუანჯოუ
ჩინური საერთაშორისო სავაჭრო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ექსპორტ-იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე. თუ გაქვთ გამოცდილება საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში, გსურთ მუშაობა დინამიურ გარემოში და განვითარება საერთაშორისო ბაზარზე, გიწვევთ ჩვენს გუნდში.
სამუშაო ადგილი: გუანჯოუ, ჩინეთი
ძირითადი მოვალეობები:
- იმპორტისა და ექსპორტის პროცესების კოორდინაცია და მართვა
- საერთაშორისო პარტნიორებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია
- პროდუქციის მოძიება, შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება
- პროდუქციის ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება-მონტაჟი თქვენივე მონაწილეობით კომერციული მიზნებისთვის
- შესრულებული პროექტების მართვა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა
აუცილებელი მოთხოვნები:
- იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარი
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
- პროდუქციის ფოტო და ვიდეო მასალის გადაღებისა და დამონტაჟების უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი: 1000 აშშ დოლარი
- დამატებით ბონუსური ანაზღაურება თითოეული წარმატებით შესრულებული პროექტიდან