ექსკლუზიური რესტორნის ჰოსთესი
საცხობების ქსელი "ანტრე", რომელიც დღეისათვის თბილისში, ლონდონში და ბაქოში 30 კაფეტერიას აერთიანებს, ახალი ტიპის ექსკლუზიურ რესტორანს ხსნის - სოლოლაკში.
ანტრე აცხადებს ვაკანსიას ექსკლუზიური რესტორნის ჰოსთესის პოზიციაზე.
საწყისი ანაზღაურება 1500 ლარი
განაკვეთი: 8 საათი დღეში
5 სამუშაო დღე კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და განთავსება
- სტუმრების თბილად და თავაზიანად მისალმება შესვლისთანავე
- მაგიდების განაწილება/ჯავშნების მართვა
- ლოდინის სიის მართვა საჭიროებისამებრ და სტუმრებისთვის სავარაუდო დროის შეტყობინება
- სტუმრების მაგიდამდე გაცილება და მენიუს გადაცემა
ჯავშნების კოორდინაცია:
- სატელეფონო და ონლაინ ჯავშნების მიღება და ორგანიზება
- დარბაზის განლაგების ცოდნა და მაგიდების ეფექტური განაწილება (ტევადობის, ჯგუფის ზომის მიხედვით)
- სპეციალური მოთხოვნების აღრიცხვა (ალერგია, საზეიმო ღონისძიება, ინვალიდის ეტლით მოსარგებლე სტუმრები და ა.შ.)
კომუნიკაცია გუნდთან:
- სერვისის გუნდთან კოორდინაცია მაგიდის დატვირთვის თანაბრად გასანაწილებლად
- სამზარეულოსა და მენეჯმენტთან კავშირი დატვირთვის პიკის დროს
სტუმრის გამომშვიდობება:
- გასვლისას მადლობის გადახდა და კვლავ მობრძანების მოწვევა
- უკუკავშირის მიღება საჭიროებისამებრ
ადმინისტრაციული ფუნქციები: სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, კითხვებზე პასუხი (სამუშაო საათები, მენიუ, ლოკაცია)