ეკიპაჟის მართვის ოპერატორი- ბათუმი — Black Sea Nexus

Black Sea Nexus

ეკიპაჟის მართვის ოპერატორი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Black Sea Nexus LLC / შპს ბლექ სი ნექსუს აცხადებს ვაკანსიას CREW OPERATOR-ის პოზიციაზე.

ლოკაცია: ბათუმი, ხიმშიაშვილის 30

მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა — სავალდებულო
  • რუსული ენის ცოდნა — ჩაითვლება უპირატესობად
  • Microsoft Office და Google-ის პროგრამების (Docs, Sheets, Drive) ცოდნა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაციის კარგი უნარები
  • ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 40 საათი კვირაში.

პოზიცია არის შუამავალი რგოლი კომპანიასა და მეზღვაურებს/გემთმფლობელ კომპანიებს შორის, რომელიც პასუხისმგებელია ეკიპაჟის დაკომპლექტების ყოველდღიურ ოპერაციულ პროცესებზე. კონკრეტულად მოიცავს:

  • მეზღვაურთა ბაზასთან მუშაობას — CV-ების მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია
  • კანდიდატებთან კომუნიკაციას — გასაუბრება, დოკუმენტების შეგროვება, სერტიფიკატების გადამოწმება
  • გემთმფლობელი კომპანიებისგან ვაკანსიების მოძიებასა და დამუშავებას
  • შესაბამისი კანდიდატების შერჩევას კონკრეტულ პოზიციებზე
  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაგზავნას
  • ეკიპაჟის კონტრაქტების და ვადების მონიტორინგს (join/sign-off თარიღები)
  • კომუნიკაციას გემთმფლობელ/მენეჯმენტ კომპანიებთან
  • წარმოქმნილი პრობლემების ოპერატიულ მოგვარებას