ექიმ რეპროდუქტოლოგის ასისტენტი — ინვიტრო ლაიფი

ინვიტრო ლაიფი — ლოგო
ინვიტრო ლაიფი

ექიმ რეპროდუქტოლოგის ასისტენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კლინიკა "ინვიტრო ლაიფი" აცხადებს ვაკანსიას ექიმ რეპროდუქტოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი: ლ. მანაგაძის ქუჩა N 17 (სამშობიარო "ჯანმრთელობის სახლი"-ს გვერდით, მ/ს 300 არაგველი).

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი სრული; შაბათი - არასრული

ანაზღაურება (ხელფასი) - შეთანხმებით;

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელი მოთხოვნაა სამედიცინო განათლება, რეზიდენტურა დამთავრებული (მეან-გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია);
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ჩანაწერის გაკეთება და მონაცემების სამედიცინო პროგრამაში (Webmed Core) შეყვანა;
  • პაციენტისთვის დანიშნული კვლევების ჯავშნების განხორციელება;
  • პაციენტთა ვიზიტების დაგეგმვა;
  • განმეორებითი კონსულტაციის დაგეგმვა პირველადი კონსულტაციის ფარგლებში;
  • პაციენტის დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება;
  • პაციენტებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (და ასევე სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად);
  • Microsoft Office-ის (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სწრაფი ათვისების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა.