ექაუნთ მენეჯერი — Fitnet

Fitnet — ლოგო
Fitnet

ექაუნთ მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Fitnet არის ფიტნესისა და ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით განვითარებული ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ბრენდსა და სერვისს.

Fit Shop არის Fitnet-ის ერთ-ერთი მიმართულება და მომხმარებლებს სთავაზობს სპორტული კვების, ვიტამინებისა და დანამატების მრავალფეროვან პროდუქტებს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების მხარდასაჭერად.

Fit Shop-ის გუნდი იზრდება და ვეძებთ ექაუნთ მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების მართვასა და თანამშრომლობის განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებულ პარტნიორებთან და მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების მართვა და განვითარება;
  • პარტნიორების ძირითადი საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება;
  • პარტნიორების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია და დროული გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • პარტნიორების კმაყოფილების მონიტორინგი და უკუკავშირის შეგროვება;
  • ანგარიშებისა და შესრულებული საქმიანობის შესახებ პერიოდული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

ლოკაცია: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი

თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის — შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის განხილვის მიზნით.

ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების დამუშავებას შერჩევის პროცესის ფარგლებში.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ