ედვერთაიზერს
"Real Palace Development" ეძებს გამოცდილ ედვერთაიზერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ციფრული მარკეტინგის არხების დაგეგმვაზე, მართვასა და ოპტიმიზაციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის პროექტების შესაბამისად;
- სარეკლამო კამპანიების მართვა და ოპტიმიზაცია შემდეგ პლატფორმებზე:
- Meta Ads (Facebook / Instagram)
- Google Ads o YouTube
- TikTok o VK
- Yandex
- ლიდების გენერირების კამპანიების დაგეგმვა და შედეგების გაუმჯობესება;
- აუდიტორიების სეგმენტაცია, რემარკეტინგისა და ავტომატიზაციის პროცესების მართვა;
- სარეკლამო ბიუჯეტების ეფექტურად განაწილება და კონტროლი;
- ანალიტიკური ანგარიშების მომზადება და კამპანიების შედეგების შეფასება;
- Google Analytics, Google Tag Manager და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება;
- მარკეტინგის, გაყიდვებისა და კრეატიული გუნდის მჭიდრო კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ციფრულ მარკეტინგში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- Meta Ads-ისა და Google Ads-ის პრაქტიკული გამოცდილება;
- YouTube, TikTok, VK და Yandex სარეკლამო პლატფორმების ცოდნა;
- მონაცემების ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- უძრავი ქონების სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- CRM სისტემებთან სარეკლამო პლატფორმების ინტეგრაციის გამართვის გამოცდილება;
- Conversion Tracking-ისა და Marketing Automation ინსტრუმენტების ცოდნა.
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმატი: ჰიბრიდული