E-commerce კონტენტ მენეჯერი
"Konatk"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-მდე პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
შენი მისია კომპანიაში: როგორც E-commerce კონტენტ მენეჯერი, შენ იქნები პასუხისმგებელი ჩვენი ონლაინ ვიტრინის სრულყოფილებაზე. შენი მიზანია მომხმარებელს დახვდეს ზუსტი, ამომწურავი და ვიზუალურად გამართული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ვებ-გვერდზე პროდუქციის განთავსება/ატვირთვა;
- პროდუქციის ვიზუალური და ტექსტური მასალის (აღწერა, მახასიათებლები, ანოტაციები) დამუშავება და განთავსება;
- საჭიროების შემთხვევაში, ხარისხიანი ფოტო-ვიდეო მასალის მოძიება და საიტზე ინტეგრირება;
- არსებული კონტენტის მუდმივი მონიტორინგი, განახლება და სისწორის კონტროლი;
- საიტის ნავიგაციის (კატეგორიები, ფილტრები) გამართულობისა და ლოგიკური განლაგების უზრუნველყოფა;
- ტექნიკური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- გაქვს გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი;
- გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ფლობ საოფისე პროგრამებს;
- ფლობ უცხო ენებს სასაუბრო დონეზე (ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისთვის);
- ხარ დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული.
რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:
- გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე 2 დასვენების დღე (შეთანხმებით);
- ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1100 ლარი + ბონუსი;
- ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
- აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
- განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.
მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის?
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი, 2026.
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.